loader

"იტალიიდან ჩასულმა ქალმა წვეულება გამართა, სადაც ათობით ადამიანი კორონავირუსით დაინფიცირდა" - რა ვითარებაა სომხეთში - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"იტალიიდან ჩასულმა ქალმა წვეულება გამართა, სადაც ათობით ადამიანი კორონავირუსით დაინფიცირდა" - რა ვითარებაა სომხეთში

სომხეთში კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობა 194-მდე გაიზარდა. ამის შესახებ ინფორმაციას ადგილობრივი მედია ავრცელებს.

ქვეყნის პრემიერ-მინისტრის, ნიკოლ ფაშინიანის თქმით, აღნიშნული შემთხვევების დიდი ნაწილი ქალაქ ეჩმიაძინში გამართულ წვეულებას და ერევანში სამკერვალო ქარხანას უკავშირდება.

"ჩვენ ახლა ამ კლასტერების შეჩერებაზე ვმუშაობთ", - აღნიშნა ფაშინიანმა.

ცნობისთვის, ქალაქ ეჩმიაძინში იტალიიდან ჩასულმა ქალმა წვეულება გამართა, სადაც ათობით ადამიანი კორონავირუსით დაინფიცირდა. იტალიას უკავშირდება მეორე კლასტერიც სამკერვალო ქარხანაში, სადაც იტალიიდან ჩასულმა ერთ-ერთმა მეპატრონემ ტრენინგი გამართა.