ეს არის 30 ხელოვნური სუნთქვის აპარატი, რომელსაც რესპუბლიკურ საავადმყოფოში კორონავირუსისგან გამოწვეული მძიმე შემთხვევების სამართავად გამოიყენებენ
საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრომ რესპუბლიკურ საავადმყოფოს ხელოვნური სუნთქვის 30 აპარატი გადასცა. აღნიშნული აპარატი მნიშვნელოვანია ახალი კორონავირუსისგან გამოწვეული მძიმე შემთხვევების სამართავად.
როგორც ჯანდაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ აღნიშნა, პაციენტების ჯანმრთელობის მდგომარეობიდან გამომდინარე, ამ ეტაპზე სუნთქვის აპარატების გამოყენების საჭიროება არ არსებობს.
„ერთ-ერთი მნიშვნელოვანი გართულება, რაც შეიძლება იყოს კორონავირუსის შემთხვევაში და საჭიროება პაციენტისთვის - ეს არის ხელოვნური სუნთქვის აპარატების საჭიროება. ჩვენ უზრუნველვყავით რესპუბლიკური საავადმყოფოსთვის ხელოვნური სუნთქვის 30 აპარატი. ამ ეტაპისთვის რესპუბლიკურ საავადმყოფოს გააჩნია ხელოვნური სუნთქვის 50 აპარატი და შესაბამისად, აქვს შესაძლებლობა, გართულების შემთხვევაში პაციენტისთვის უზრუნველყოს ყველანაირი პირობა“ - აღნიშნა ეკატერინე ტიკარაძემ.