loader

რამდენ ხანს ცოცხლობს კორონავირუსი კოვიდ-19 დახურულ სივრცეში და რა მანძილზეა გადამდები - ინფორმაცია, რომელსაც South China Morning Post ავრცელებს - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

რამდენ ხანს ცოცხლობს კორონავირუსი კოვიდ-19 დახურულ სივრცეში და რა მანძილზეა გადამდები - ინფორმაცია, რომელსაც South China Morning Post ავრცელებს

ახალი კორონავირუსი კოვიდ-19 დახურულ, კონდიცირებად სივრცეში, ყველაზე მცირე, 30 წუთი მაინც ძლებს და 4.5 მეტრის მანძილზე გადაადგილება შეუძლია. ამ შედეგებს ჩინელი ეპიდემიოლოგების მიერ ჩატარებული კვლევა ცხადყოფს.

როგორც South China Morning Post-ი იტყობინება, მეცნიერებმა ჰუნანის პროვინციიდან, 22 იანვარს ავტობუსში დაინფიცირების შემთხვევა გააანალიზეს. კორონავირუსით ინფიცირებული პირი ავტობუსით ნიღბის გარეშე გადაადგილდებოდა. მგზავრობის დროს მან 7 ადამიანი დააინფიცირა, რომლებიც მისგან სხვადასხვა დისტანციაზე იმყოფებოდნენ.