loader

ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის, მარინა ეზუგბაიას განცხადება - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის, მარინა ეზუგბაიას განცხადება

ქუთაისის ინფექციურ საავადმყოფოში ვირუსის სიმპტომით შვიდი პაციენტია მოთავსებული. მათი ანალიზების პასუხებს ლუგარის ლაბორატორიიდან დღეს ელოდებიან.

პაციენტებს შორის არის ორი წლის ბავშვი, რომელიც მშობელთან ერთად იტალიიდან ხუთი დღის წინ დაბრუნდა და კლინიკაში დედასთან ერთად იმყოფება. პაციენტების უმეტესობა საზღვარგარეთიდან დაბრუნდა. ისინი კლინიკაში გუშინ შევიდნენ.

ექიმის, თემურ ნადირაძის თქმით, ყველა მათგანს ვირუსისთვის დამახასიათებელი სიმპტომი აღენიშნება და ბოქსირებულ პალატებში არიან მოთავსებული. მათი მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია.