"შემთხვევების 82% მიმდინარეობს მსუბუქად, ანუ ადამიანები ჯანმრთელდებიან" - ამირან გამყრელიძე კორონავირუსზე
დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის განცხადებით, ახალი კორონავირუსით სიკვდილიანობა გაცილებით დაბალია, ვიდრე სხვა ვირუსული ინფექციების შემთხვევაში იყო.
გამყრელიძემ სპეციალურად გამართულ ბრიფინგზე სტატისტიკური მონაცემები წარმოადგინა და აღნიშნა, რომ შემთხვევების 82% მსუბუქად მიმდინარეობს, დაახლოებით 14% მწვავე შემთხვევაა, ხოლო 5% - კრიტიკული.
გამყრელიძემ სპეციალურად გამართულ ბრიფინგზე სტატისტიკური მონაცემები წარმოადგინა და აღნიშნა, რომ შემთხვევების 82% მსუბუქად მიმდინარეობს, დაახლოებით 14% მწვავე შემთხვევაა, ხოლო 5% - კრიტიკული.