"შენ ჩემი პირველი ცოლი იქნები, შენ - მეორე, თავიდან მეგონა ხუმრობდა, მაგას რომ წარმოვიდგენდი... სხვადასხვა ქალისგან ჰყავს შვილები, ზოგთან არ ეყოლა" - უცნაური ამბავი და დაუჯერებელი ამბავი
სიუჟეტი 2020 წლის არქივიდან. ქართველი ლექტორისა და 33 სტუდენტის საქართველოდან გაუჩინარების ისტორია აქტუალობას 26 წლის შემდეგაც არ კარგავს. 1994 წლის ზაფხულში საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ხელოვნებათმცოდნეობის მეორადი ფაკულტეტის რელიგიის ლექტორმა რეზო ბაქრაძემ გამთენიისას ავტობუსით სტუდენტები საქართველოდან გაიყვანა. მათ შორის იყვნენ მისი ცოლი, 9 წლის ვაჟი და საკუთარი ძმისშვილი. სტუდენტები ჯერ თურქეთში, მოგვიანებით კი კანადაში გაიყვანა.
ოპერატორი: ზაკო გენაბაშვილი
მონტაჟი: სანდრო შუღლაძე