loader

წინასწარმეტყველება ტილოზე - რა დახატა ქუთაისელმა მხატვარმა 2 წლით ადრე, სანამ 3 შვილთან ერთად დაიღუპებოდა? - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

წინასწარმეტყველება ტილოზე - რა დახატა ქუთაისელმა მხატვარმა 2 წლით ადრე, სანამ 3 შვილთან ერთად დაიღუპებოდა?

ქვიშხეთის გზაზე ტრაგიკულად დაღუპული ბაქარ ბანძელაძის ნამუშევრების გამოფენა გალერეა „ვარლაში“ გაიმართა. სიუჟეტი ამ თემაზე ტელეკომპანია "რიონმა" მოამზადა.

მათი ინფორმაციით, გამოფენაზე წარმოდგენილია ერთ-ერთი ტილო, რომელიც ტრაგედიამდე 2 წლით ადრეა დახატული. ბაქარ ბანძელაძის ოჯახის ახლობელი ამ ტილოზე გამოსახულ სიუჟეტს ქვიშხეთთან დატრიალებულ ტრაგედიას უკავშირებს, რა დროსაც მხატვარი თავის 3 მცირეწლოვან შვილთან ერთად დაიღუპა.

გამოფენა დაღუპულის მეგობრების ინიციატივითა და ქალაქის მერიის მხარდაჭერით მოეწყო.

შეგახსენებთ, რომ ხა­შუ­რი­დან ბორ­ჯო­მის­კენ მი­მა­ვალ გზა­ზე (ქვიშ­ხეთ­თან) ავ­ტო­საგ­ზაო შემ­თხვე­ვა 26 იანვარს მოხდა, რასაც 4 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერლა. არ­სე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ით, მძღოლ­მა საჭე ვერ და­ი­მორ­ჩი­ლა და მდი­ნა­რე­ში გა­და­ვარ­და. ავ­ტო­მო­ბილ­ში ერთი ოჯა­ხის 5 წევ­რი იმ­ყო­ფე­ბო­და. ავარიისას დაიღუპა ბაქარ ბანძელაძე და მისი სამი მცირეწლოვანი შვილი, ხოლო მეუღლე უმძიმესი დაზიანებებით საავადმყოფოში გადაიყვანეს.

ვიდეო: "რიონი ტვ"