წინასწარმეტყველება ტილოზე - რა დახატა ქუთაისელმა მხატვარმა 2 წლით ადრე, სანამ 3 შვილთან ერთად დაიღუპებოდა?
ქვიშხეთის გზაზე ტრაგიკულად დაღუპული ბაქარ ბანძელაძის ნამუშევრების გამოფენა გალერეა „ვარლაში“ გაიმართა. სიუჟეტი ამ თემაზე ტელეკომპანია "რიონმა" მოამზადა.
მათი ინფორმაციით, გამოფენაზე წარმოდგენილია ერთ-ერთი ტილო, რომელიც ტრაგედიამდე 2 წლით ადრეა დახატული. ბაქარ ბანძელაძის ოჯახის ახლობელი ამ ტილოზე გამოსახულ სიუჟეტს ქვიშხეთთან დატრიალებულ ტრაგედიას უკავშირებს, რა დროსაც მხატვარი თავის 3 მცირეწლოვან შვილთან ერთად დაიღუპა.
გამოფენა დაღუპულის მეგობრების ინიციატივითა და ქალაქის მერიის მხარდაჭერით მოეწყო.
შეგახსენებთ, რომ ხაშურიდან ბორჯომისკენ მიმავალ გზაზე (ქვიშხეთთან) ავტოსაგზაო შემთხვევა 26 იანვარს მოხდა, რასაც 4 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერლა. არსებული ინფორმაციით, მძღოლმა საჭე ვერ დაიმორჩილა და მდინარეში გადავარდა. ავტომობილში ერთი ოჯახის 5 წევრი იმყოფებოდა. ავარიისას დაიღუპა ბაქარ ბანძელაძე და მისი სამი მცირეწლოვანი შვილი, ხოლო მეუღლე უმძიმესი დაზიანებებით საავადმყოფოში გადაიყვანეს.
ვიდეო: "რიონი ტვ"