loader

"მეუღლეს ხელი ჰქონდა გადახვეული, გოგონა ჩაიკეცა და იქვე დალია სული" - კუკიაზე 3 თვის ორსული ქალი ქმარ-შვილის თვალწინ მოკლეს; ტრაგიკული სიყვარულის ისტორია, რომელმაც მთელი საქართველო შეძრა - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"მეუღლეს ხელი ჰქონდა გადახვეული, გოგონა ჩაიკეცა და იქვე დალია სული" - კუკიაზე 3 თვის ორსული ქალი ქმარ-შვილის თვალწინ მოკლეს; ტრაგიკული სიყვარულის ისტორია, რომელმაც მთელი საქართველო შეძრა

1991 წლის 28 დეკემბერს ერთი ბედნიერი ოჯახის ცხოვრება ბრმა ტყვიამ სამუდამოდ შეცვალა. 3 თვის ფეხმძიმე ირმა დუნდუა ქმარ-შვილის თვალწინ მოკლეს. ირმა მეუღლესთან და შვილთან ერთად კუკიაზე მდებარე საავადმყოფოში, დამწვრობის ცენტრში, დევის მეგობრის სანახავად იყო მისული. 1991 წლის 28 დეკემბერი იყო - თბილისში ომი მძვინვარებდა. საავადმყოფოს შენობის აივანზე ირმა შვილთად და ქმართან ერთად იდგა, როცა რუსთაველის გამზირიდან ნასროლი ბრმა ტყვია ბავშვის თავსა და დევის ხელს შუა გაძვრა და ირმას აორტა გაუგლიჯა.

სიუჟეტი 2019 წლის არქივიდან