"ხვალიდან ახალი ტიპის კორონავირუსის გამოსავლენი ტესტი გვექნება" - ამირან გამყრელიძე
ლუგარის ცენტრს ახალი ტიპის კორონავირუსის გამოსავლენი ტესტი ექნება. საქართველოს კორონავირუსთან საბრძოლველად, სავარაუდოდ, ხვალ უკვე რეაგენტი ექნება. როგორც დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანდაცვის ეროვნულო ცენტრის დირექტორმა ამირან გამყრელიძემ განაცხადა, აღნიშნულ საკითხზე პარტნიორებთან მოლაპარაკება მიმდინარეობდა. მან ასევე დასძინა, რომ ამ ეტაპზე საქართველოში კორონავირუსის არც ერთი შემთხვევა არ გამოვლენილა.