loader

მა­ნა­ნა არჩვა­ძე-გამ­სა­ხურ­დი­ა დაიმუქრა, რომ არ დაუშვებდა მეუღლის შესვლას ცოტნესთან - გამსახურდიას მეუღლის წარმომადგენლის სკანდალური ინფორმაცია - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

მა­ნა­ნა არჩვა­ძე-გამ­სა­ხურ­დი­ა დაიმუქრა, რომ არ დაუშვებდა მეუღლის შესვლას ცოტნესთან - გამსახურდიას მეუღლის წარმომადგენლის სკანდალური ინფორმაცია

მა­ნა­ნა არჩვა­ძე-გამ­სა­ხურ­დი­ამ, ჩვენ­თვის მე­ტად ბუნ­დო­ვა­ნი მო­ტი­ვა­ცი­ით, მი­ი­ღო გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა ცოტ­ნეს სრუ­ლი იზო­ლა­ცი­ის შე­სა­ხებ, რო­გორც მისი მე­უღ­ლის, ასე­ვე სრუ­ლი­ად სა­ზო­გა­დო­ე­ბის­გან, - ამის შე­სა­ხებ ცოტ­ნე გამ­სა­ხურ­დი­ას მე­უღ­ლის ანა ჯა­ბა­უ­რის წარ­მო­მად­გენ­ლის მიერ გავ­რცე­ლე­ბულ გან­ცხა­დე­ბა­შია ნათ­ქვა­მი.

რო­გორც გან­ცხა­დე­ბა­შია ანა ჯა­ბა­უ­რის წარ­მო­მად­გე­ნე­ლი ჯაბა კვა­რა­ცხე­ლია აღ­ნიშ­ნავს, მათ მიერ აყ­ვა­ნილ­მა თურ­ქმა ად­ვო­კატ­მა თურ­ქე­თის კლი­ნი­კის ხელ­მძღვა­ნე­ლო­ბის­გან მე­ტად უც­ნა­უ­რი ინ­ფორ­მა­ცია მი­ი­ღო - "ცოტ­ნეს ამ­გვა­რი იზო­ლა­ცი­ის სა­ფუძ­ვე­ლი სა­ქარ­თვე­ლოს პრე­ზი­დენ­ტის ად­მი­ნის­ტრა­ცი­ა­ში მომ­ზა­დე­ბუ­ლი სა­ბუ­თია, რო­მე­ლიც კრძა­ლავს ცოტ­ნეს­თან ქ-ნი მა­ნა­ნას გარ­და ვინ­მეს დაშ­ვე­ბას".

ანა ჯა­ბა­უ­რის წარ­მო­მად­გე­ნე­ლი სა­ქარ­თვე­ლოს მთავ­რო­ბას მო­უ­წო­დებს, და­უ­ყოვ­ნებ­ლივ უზ­რუნ­ველ­ყოს ცოტ­ნე გამ­სა­ხურ­დი­ას "ფაქ­ტობ­რი­ვი ტყვე­ო­ბი­დან, სრუ­ლი იზო­ლა­ცი­ი­დან დახ­სნა და მას­თან კა­ნო­ნი­ე­რი მხარ­დამ­ჭე­რის დაშ­ვე­ბა".

ამ სკანდალური ფაქტის შესახებ ჯაბა კვარაცხელიამ "პალიტრანიუსის" გადაცემაში "360 გრადუსი" ისაუბრა.