loader

კადრები ესპანეთიდან, სადაც სტიქიას უკვე 8 ადამიანი ემსხვერპლა - დახურულია ათობით საავტომობილო გზა, 120 000-მდე ადამიანი ელექტროენერგიის გარეშეა დარჩენილი - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

კადრები ესპანეთიდან, სადაც სტიქიას უკვე 8 ადამიანი ემსხვერპლა - დახურულია ათობით საავტომობილო გზა, 120 000-მდე ადამიანი ელექტროენერგიის გარეშეა დარჩენილი

ესპანეთში დიდთოვლობაა. განგაშის მაღალი დონე ქვეყნის 9 პროვინციაშია გამოცხადებული. სტიქიამ განსაკუთრებით ქვეყნის აღმოსავლეთ ნაწილი და ხმელთაშუა ზღვისპირეთი დააზიანა.

ციკლონით გამოწვეულმა ძლიერმა ქარმა და თოვლმა ესპანეთის მოსახლეობას გადაადგილების პრობლემები შეუქმნა. ამ დროისათვის დახურულია ათობით საავტომობილო გზა. 120 000-მდე ადამიანი ელექტროენერგიის გარეშეა დარჩენილი.

ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, სტიქიას 8 ადამიანი ემსხვერპლა. მათი უმეტესობა დიდთოვლობის გამო სახლების ჩამონგრევის შედეგად დაიღუპა. ამასთანავე, ცნობილი გახდა რამდენიმე დაშავებულისა და დაკარგულის შესახებ.