ამირან გამყრელიძე ჩინეთში ატიპიური პნევმონიის შემთხვევების დაფიქსირებაზე - არსებობს თუ არა ჩვენთან მისი შემოტანის რისკი?
დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის გენერალური დირექტორის, ამირან გამყრელიძის ინფორმაციით, ჩინეთში ატიპიური პნევმონიის შემთხვევები დაფიქსირდა. ამის შესახებ მან დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე ისაუბრა.
ამირან გამყრელიძის თქმით, ამ ეტაპზე ატიპიური პნევმონიის 41 შემთხვევაა დადასტურებული, საიდანაც ორი შემთხვევა ლეტალურად დასრულდა. როგორც გამყრელიძემ განაცხადა, საქართველოში აღნიშნული ვირუსის შემოსვლის არც თეორიული და არც პრაქტიკული საშიშროება არ არსებობს.