"მოსახლეობა გადის ქვეყნიდან, მომხრეებიც შეიძლება გასულები არიან" - პასუხი NDI-ის კვლევაზე თუ რატომ დაეცა საპატრიარქოს რეიტინგი
მეუფეები ეკლესიის მიმართ ნდობის რეიტინგის კლებაზე საუბრობენ და ამ ფაქტს სამწუხაროს უწოდებენ. სასულიერო პირები ამის გამომწვევ მიზეზად ბევრ ფაქტორს, მათ შორის მოსახლეობის ქვეყნიდან გასვლასაც ასახელებენ. გარდა ამისა ისინი ეკლესიის მტრებზეც საუბრობენ და აღნიშნავენ, რომ ბევრს არ მოსწონს ეკლესიის მაღალი ავტორიტეტი საზოგადოებაში.