რატომ გვაქვს 90-იანი წლების ნოსტალგია?
კერასინკა, უშუქობა, სროლის ხმა ქუჩაში, "ორდროშობანა", ჯგუფი "სახე" - ეს ის ასოციაციებია, რასაც ე.წ "ბნელი და ტკბილი" 90-იანები ჩვენში იწვევს.
მიუხედავად მაშინ არსებული ბევრი პრობლემისა, ჩვენს საზოგადოებაში ფართოდაა გავრცელებული ნოსტალგიური განწყობა 90-იანი წლების მიმართ. ეს პერიოდი სოციალურ ქსელებშიც არ კარგავს აქტუალობას. "ფეისბუქზე"უამრავი გვერდი თუ ჯგუფი იქმნება, სადაც მომხმარებლები ერთმანეთს უზიარებენ ბავშვობისდროინდელ, განსაკუთრებით კი 90-იან წლებში გადაღებულ ფოტოებს თუ დაგროვილ მოგონებებს.
გასაკვირიცაა, თუ რატომ ენატრება დიდ ნაწილს პერიოდი, რომელიც სამოქალაქო ომთან, ჩაბნელებული თბილისთან, დაკარგულ ტერიტორიებთან ასოცირდება. სწორედ ამტომ ჩნდება კითხვა - რატომ ვართ ნოსტალგიურები 90-იანი წლების მიმართ?