loader

"თავში მომდიოდა აზრები, "ალბათ ამათი მშობლები რა დღეში არიან", ხო ძნელი ყოფილა... არა უშავს, მა, მაგარი კაცები ასე იზრდებიან" - ბექა პატურაშვილი - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"თავში მომდიოდა აზრები, "ალბათ ამათი მშობლები რა დღეში არიან", ხო ძნელი ყოფილა... არა უშავს, მა, მაგარი კაცები ასე იზრდებიან" - ბექა პატურაშვილი

ჟურნალისტი ბექა პატურაშვილი სოციალურ ქსელში პატარა ალექსის ჯანმრთელობის მდგომარეობასა და მის განცდებზე წერს.

ბექა პატურაშვილი საზოგადოებას თანადგომისთვის მადლობას უხდის და აცხადებს, რომ ოჯახს ხალხის მხარდაჭერა დიდ ძალას მატებს.

"არა უშავს, მაა! მაგარი კაცები ასე იზრდებიან. ჯერ დაბრკოლებები უნდა გადავლახოთ, ოღონდ ისე, რომ ჩვენი საყვარელი გოგონა, დედიკო ნაკლებად ვანერვიულოთ. მივხედავთ ამ საქმეს...

ახლა სადაც ვართ, აქ პირველად კარგ საქმეზე მოვედი. რამდენიმე წლის წინ მაშინ "იმედში" ვმუშაობდი. აქცია გვქონდა, სისხლი ჩავაბარეთ ბავშვებისთვის და დაგვათვალიერებინეს განყოფილება, სადაც პატარა პაციენტები ჰყავდათ ონკოლოგიური დაავადებებით... თამაშობდნენ, იცინოდნენ... მშობლებიც ასევე იქცეოდნენ... კი არ ვიმჩნევდი და ვიღიმოდი, მაგრამ შოკი იყო. რა თქმა უნდა, თავში მომდიოდა აზრები, „ალბათ ამათი მშობლები რა დღეში არიან და მაინც რა გასაკვირია, როგორ ახერხებენ სიცილს, რომ ბავშვებმა არ იგრძნონ...“ ხო ძნელი ყოფილა... ახლაც იგივე სურათია აქ... არ ვიცი, როგორ ახერხებენ ამას, დიდი ძალა სჭირდება. არ მჯერა, რომ დღეს მათ ადგილას ვართ. ეს ფოტო სამი დღის წინ გადავიღე, პირველად რომ დავრჩი ღამე მარტო დერეფანში. ისეთი შეგრძნება იყო, ალბათ პატიმრებს რომ ეუფლებათ, როცა მიუსჯიან და პირველად გადაჰყავთ ციხეზე. ლამისაა გასკდე ამ დროს, ვინმე გამოივლის და სახეზე თავაზიან ღიმილს ინარჩუნებ...

კარგი ის არის, რომ ბავშვი ჯერ ვერაფერს იაზრებს და ვერც მიხვდება, ისე მოვაგვარებთ ამ პრობლემას... ყველაზე მეტად შენზე ვდარდობ, ნათ. მარტოები არ ვართ და ამას ძალიან ძლიერად ვგრძნობთ.

უღრმესი მადლობა ყველას, ახლობლებს, უცნობებს... ვამაყობ თქვენით, ბრავო! თქვენ ვერ წარმოიდგენთ, რამხელა ძალას გვმატებთ... გპირდებით, რომ ჩვენც თქვენსავით სამაგალითოდ მოვიქცევით, როცა სხვას დასჭირდება მხარდაჭერა. ჩვენი კაციც, რა თქმა უნდა, ასე მოიქცევა თავის დროზე" - წერს ბექა ბატურაშვილი.

შეგახსენებთ, ჟურნალისტ ბექა პატურაშვილის შვილს, 1 წლის ალექსს რაბდოიდური სიმსივნე დაუდგინდა. ბავშვი ამჯერად იაშვილის კლინიკაშია და საჭიროებს სასწრაფოდ საზღვარგარეთ გადაყვანას. ოჯახს საზოგადოების დახმარება სჭირდება:


ალექსის მამის ანგარიშის ნომერი:

GE54BG0000000161812619 საქართველოს ბანკი

მიმღები: ბექა პატურაშვილი.

გთხოვთ, მაქსიმალურად გაავრცელოთ ინფორმაცია.