მძიმე ავარია ვაშლიჯვრის გზაზე - 1 ადამიანი დაიღუპა, ოთხი კი დაშავდა
ვაშლიჯვრის გზაზე ორი მსუბუქი ავტომანქანა შეეჯახა ერთმანეთს, რის შედეგადაც 1 ადამიანი დაიღუპა, ოთხი კი დაშავდა.
როგორც "ინტერპრესნიუსს" შსს-ში განუცხადეს, შემთხვევა გუშინ მოხდა.
მათივე ინფორმაციით, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მე-6 ნაწილით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.