როგორ უყრიან ვერტმფრენიდან საკვებს დამშეულ ცხოველებს, რომლებიც ავსტრალიის ხანძარს გადაურჩნენ
ავსტრალიაში ტყის ხანძრებს რამდენიმე თვეა ებრძვიან. ამ დროისათვის გადამწვარი ტერიტორიის ფართობი 10 მილიონ ჰექტარს აღემატება. სტიქიურ უბედურებას 27 ადამიანი და მილიარდამდე ცხოველი ემსხვერპლა. ხანძარმა 2 300-ზე მეტი სახლი გაანადგურა.