"გამოიკვეთა სხვა დანაშაული" - ბიძინა ჩაჩხიანს, რომელმაც "ბასიანთან" 3 ადამიანი დაჭრა, 9-დან 13 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრება
პროკურატურა "ბასიანთან" 3 პირის დაჭრის საქმეზე დაკავებული ბიძინა ჩაჩხიანის მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდებას მოითხოვს.
აღნიშნულის შესახებ პროცესის დაწყებამდე ჟურნალისტებს საქმის პროკურორმა ლაშა გამყრელიძემ განუცხადა.
რაც შეეხება დაცვის მხარეს, როგორც ჩაჩხიანის ადვოკატი ია თოდუა აცხადებს, ის აღკვეთის ღონისძიების სახით 5000-ლარიანი გირაოს გამოყენების შუამდგომლობას დააყენებს.
კლუბ "ბასიანთან" 3 ადამიანის დაჭრისთვის დაკავებულ ბიძინა ჩაჩხიანს ბრალი ოფიციალურად 13 იანვარს წარედგინა.
ბიძინა ჩაჩხიანს ბრალი სსკ-ის 117-ე მუხლის მე-3 ნაწილის "გ", მე-5 ნაწილის "გ", მე-7 ნაწილის "ა" და 239-ე მუხლის მე-3 ნაწილით წარუდგინეს, რაც ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებას და ხულიგნობას გულისხმობს.
აღნიშნული ბრალდება 9-დან 13 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.