"მე დღესაც, ყოველ საღამოს, როდესაც ხეობაში ვარ, ჭიშკარში ველოდები თემირლანს" - მალხაზ მაჩალიკაშვილი
გამოძიების ყველაზე მთავარი მტკიცებულება ის იყო, რომ ხელყუმბარა ჰქონდა თემირლანს. ხელყუმბარა საერთოდ არ ყოფილა, ის არის შემოტანილი, - ამის შესახებ განცხადება თემირლან მაჩალიკაშვილის მამამ, მალხაზ მაჩალიკაშვილმა გამოძიების ფარგლებში არსებული სახელმწიფო საიდუმლოების შემცველი საქმის მასალების შესახებ გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
მალხაზ მაჩალიკაშვილის განცხადებით, აღნიშნული საქმისთვის უკვე არა ცალკეული პირები, არამედ მთელი ხელისუფლება აგებს პასუხს.
მალხაზ მაჩალიკაშვილის განცხადებით, აღნიშნული საქმისთვის უკვე არა ცალკეული პირები, არამედ მთელი ხელისუფლება აგებს პასუხს.