75-მდე ვულკანური მიწისქვეშა ბიძგი ერთ ღამეში - ფილიპინებზე ვულკანი ამოიფრქვა
ფილიპინებზე ვულკანი ტაალი ამოიფრქვა. სეისმოლოგებმა გასული ღამის განმავლობაში 75-მდე ვულკანური მიწისქვეშა ბიძგი დააფიქსირეს. ტაალიდან 14 კილომეტრის რადიუსში, რომელიც "სახიფათო ზონად" მიიჩნევა, 450 000 ადამიანი ცხოვრობს.