"ხელი ჩაწიე! მოგაცლი თავს!" - დაპირისპირება ვარკეთილში, "ანას ბაღთან"
ვარკეთილში, "ანას ბაღთან" აქციის მონაწილეებსა და სამშენებლო კომპანიის წარმომადგენლებს შორის სიტყვიერი დაპირისპირება მოხდა. აქციის მონაწილეების გაღიზიანება მშენებლობის მწარმოებელი კომპანიის, ,,ევროპული სამშენებლო ჰოლდინგის” საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელის, გიორგი ბენაშვილის განცხადებას მოჰყვა. ბენაშვილის თქმით, აქციაზე ადგილობრივი მხოლოდ 15 ადამიანია და დანარჩენები "ნაციონალური მოძრაობის" აქტივს წარმოადგენენ.
აქციის მონაწილეებმა ბენაშვილს სიტყვებით ,,წადი’’ და ,,მონა’’ მიმართეს, ასევე მას დაუპირისპირდა "ლეიბორისტული პარტიის" წევრი ლაშა ჩხარტიშვილი.
ავტორი: თაზო ზარიძე
აქციის მონაწილეებმა ბენაშვილს სიტყვებით ,,წადი’’ და ,,მონა’’ მიმართეს, ასევე მას დაუპირისპირდა "ლეიბორისტული პარტიის" წევრი ლაშა ჩხარტიშვილი.
ავტორი: თაზო ზარიძე