"ჩვენ რეგიონში უკვე დავკარგეთ ეკონომიკური პოზიცია" - მამუკა ხაზარაძემ საქართველოს ეკონომიკური მდგომარეობა მეზობელ ქვეყნებს შეადარა
2019 წლის მონაცემებით, საქართველოს მშპ 250$-ით ჩამორჩება სომხეთის ანალოგიურ მაჩვენებელს, როცა 2013 წელს ჩვენი ქვეყანა დაახლოებით 600$-ით წინ იყო სომხეთზე, - ამის შესახებ პოლიტიკური გაერთიანება "ლელო საქართველოსთვის" ლიდერმა მამუკა ხაზარაძემ განაცხადა. მან ჟურნალისტებთან საუბრისას საქართველოს ეკონომიკური მდგომარეობა მეზობელ ქვეყნებს - სომხეთსა და აზერბაიჯანს - შეადარა. ხაზარაძის ინფორმაციით, ბოლო 3 წელიწადში სომხეთში ვალუტა 20%-ით გაუფასურდა, ხოლო საქართველოში - 70%-ით.
მამუკა ხაზარაძე ამომრჩეველს ჰპირდება, რომ არჩევნებში გამარჯვების შემთხვევაში საქართველო რეგიონში ლიდერის პოზიციებს დაიბრუნებს.
მამუკა ხაზარაძე ამომრჩეველს ჰპირდება, რომ არჩევნებში გამარჯვების შემთხვევაში საქართველო რეგიონში ლიდერის პოზიციებს დაიბრუნებს.