"ძალიან ცუდ სიტუაციაში ვართ" - მე-6 სართულიდან ბიჭი გადმოვარდა
ჩემი ბავშვობის მეგობარი გადმოვარდა მე-6 სართულიდან და სხეულის 65% აქვს დამსხვრეული - ამის შესახებ სოციალური ქსელის მომხმარებელმა საბა ბუიძემ დაწერა. საბა ბუიძე მეგობრის გადასარჩენად დახმარებას ითხოვს და წერს, რომ მას სისხლის დონორები სჭირდება.