"სიკვდილი ამერიკას"- ყასემ სულეიმანის მკვლელობის შემდეგ, ირანის პარლამენტმა პირველი სესია გამართა
ირანელი გენერლის, ყასემ სულეიმანის მკვლელობის შემდეგ, ირანის პარლამენტმა პირველი სესია გამართა. "სიკვდილი ამერიკას"- სკანდირებდნენ ირანის პარლამენტის წევრები. ირანის პარლამენტის თავმჯდომარემ ყასემ სულეიმანის მკვლელობას აშშ-ის მიერ განხორციელებული ტერორისტული აქტი უწოდა და აშშ-ს ურჩია, იქამდე დატოვოს რეგიონი, სანამ რაიმე სერიოზული მოხდება.