loader

ვინ არის ქალი, რომელიც ქართველმა ფეხბურთელმა "მის უკრაინის" ფინალისტის გამო მიატოვა - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

ვინ არის ქალი, რომელიც ქართველმა ფეხბურთელმა "მის უკრაინის" ფინალისტის გამო მიატოვა

უკრაინული პრესის ინფორმაციით, დონეცკის „შახტარისა“ და საქართველოს ნაკრების მცველმა დავით ხოჭოლავამ ახალი რომანი გააბა. მისი რჩეული „მის უკარინა 2016“-ის ფინალისტია.

2018 წლის მაისში ქართველი ფეხბურთელი ოდესელ ალინაზე დაქორწინდა, მაგრამ ქორწინებამ დიდხანს ვერ გასტანა. ამ დღეებში ხოჭოლავამ ინსტაგრამზე პარიზული ფოტო დადო, სადაც ახალ გოგოსთან ერთადაა.

ფეხბურთელის გული იულია სიდორენკომ დაიპყრო, რომელიც უკრაინის ულამაზესი ქალების ტოპ 50-ში შედიოდა, ხოლო 2016 წელს სილამაზის კონკურსის ფინალში გავიდა.