ავლაბარში ყვითელი ავტობუსი ხეს დაეჯახა, რასაც მგზავრის სიცოცხლე ემსხვერპლა - კადრები შემთხვევის ადგილიდან
ავლაბარში ავტოსაგზაო შემთხვევას ერთი ადამიანი ემსხვერპლა. არსებული ინფორმაციით, ყვითელი ავტობუსი გზის სავალი ნაწილიდან გადავიდა და ხეს დაეჯახა, რის შედეგადაც დაიღუპა ერთი მგზავრი, მძღოლი კი მსუბუქად დაშავდა.
როგორც „ინტერპრესნიუსს“ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, მომხდარზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მე-6 ნაწილით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის ან ექსპლუატაციის წესების დარღვევას ითვალისწინებს, რამაც გამოიწვია ადამიანის სიცოცხლის მოსპობა.