კალაძის პასუხი, როდესაც ჟურნალისტებმა ჰკითხეს, ისიც ფიქრობს თუ არა, რომ ივანიშვილი თანამედროვე თაყაიშვილია
შედარებების გაკეთება არ მიყვარს. ბიძინა - ბიძინაა, ექვთიმე - ექვთიმეა, - ასე უპასუხა თბილისის მერმა ჟურნალისტის მიერ დასმულ შეკითხვას, განათლების მინისტრის მსგავსად თვითონაც ფიქრობს თუ არა, რომ ბიძინა ივანიშვილი თანამედროვე ექვთიმე თაყაიშვილია.
"ორივეს, რა თქმა უნდა, ქვეყნის და ხალხის წინაშე ძალიან ბევრი კარგი რამ აქვს გაკეთებული. ამიტომ შედარებები, ვფიქრობ, არასწორი იქნებოდა გამეკეთებინა და ამაზე ხაზი გამესვა", - განაცხადა კახა კალაძემ.
"ორივეს, რა თქმა უნდა, ქვეყნის და ხალხის წინაშე ძალიან ბევრი კარგი რამ აქვს გაკეთებული. ამიტომ შედარებები, ვფიქრობ, არასწორი იქნებოდა გამეკეთებინა და ამაზე ხაზი გამესვა", - განაცხადა კახა კალაძემ.