ვინ არის ბიჭი, ვინც ყაზახები ქართულად ააცეკვა
გვარით, გარეგნობით, სულითა და შემართებით აშკარად სვანია, თუმცა გარდაბანში დაიბადა და გაიზარდა, შემდეგ კი ბედისწერამ ყაზახეთში მოახვედრა და დღესდღეობით მის დედაქალაქ ნურ-სულთანში, ყოფილ ასტანაში ცხოვრობს. სამი წელიწადია, იგი ჩეჩენ-ინგუშურ დიასპორაში მუშაობს, ანსამბლ "ვაინახის" მოცეკვავეა, პარალელურად კი, საკუთარი ცეკვის სტუდიაც აქვს, სახელად, "თემო". ამბობს, ჩემი ყაზახეთში მოღვაწეობა სრულიად შემთხვევითია და ხანდახან ფილმადაც კი მეჩვენებაო. რამ ჩაიყვანა ყაზახეთში და როგორ იქცა ქართული ხალხური ცეკვების მოცეკვავე ახალგაზრდა კაცი ქორეოგრაფად, ამას 28 წლის თეიმურაზ
გასვიანი თავად გვიამბობს:
- 7 წლის ასაკიდან ვცეკვავ. მიუხედავად იმისა, რომ სპორტის სხვადასხვა სახეობითაც ვიყავი დაკავებული. ბავშვობიდანვე არჩევანი მაინც ხელოვნებაზე გავაკეთე, ცეკვა სულით ხორცამდე გავითავისე და სწორედ ის გახდა ჩემთვის უმნიშვნელოვანესი. დიდი მადლობელი ვარ ჩემი პირველი ქორეოგრაფის - გია ქემაშვილის. მან შემაყვარა ცეკვა და ძალიან
ვწუხვარ, რომ ნაადრევად დატოვა ეს წუთისოფელი. ვცეკვავდი ანსამბლ "სალაღობოში", ძალიან ვემადლიერები ჩემს ქორეოგრაფებს: გოდერძი მანჯაფარაშვილს და ჯული ბადაგაძეს, რომლებმაც მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანეს ჩემს კარიერაში. ვცეკვავდი ანსამბლ "ხალიბშიც" და წილად მხვდა უდიდესი სიამოვნება, რაც სახელმწიფო აკადემიურ ანსამბლ "ერისიონს" უკავშირდება. "ერისიონში" ცეკვა ნამდვილად დაუვიწყარია ჩემთვის. იქ ყოფნისას საბოლოოდ დავრწმუნდი, რომ ცეკვა ჩემი ცხოვრების განუყრელი ნაწილი იყო. განაგრძეთ კითხვა: