ირმა ინაშვილი აცხადებს, რომ ვაჟა გაფრინდაშვილის გათავისუფლება მისი გუნდისა და დუმის დეპუტატების ერთობლივი ძალისხმევის შედეგია - "ინტენსიურად ვმუშაობდით, ფრთხილად და გონივრულად"
"ინტენსიურად ვმუშაობდით, ფრთხილად და გონივრულად", - აცხადებს "პატრიოტთა ალიანსის" ლიდერი ირმა ინაშვილი საკუთარ ფეისბუქ-ლაივში ექიმ ვაჟა გაფრინდაშვილის გათავისუფლებასთან დაკავშირებით. ინაშვილის თქმით, გაფრინდაშვილის გათავისუფლება მისი გუნდისა და რუსი დეპუტატების ერთობლივი ძალისხმევის შედეგია.