რა ხდება ამ წუთებში იმ სკოლის შესასვლელში, რომლის მოსწავლეებიც გუშინ ავარიის დროს დაიღუპნენ
მტირალას ეროვნულ პარკთან, ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად დაღუპულ ხუთივე ახალგაზრდას ექსპერტიზა უკვე ჩაუტარდა. ცხედრები იდენტიფიცირებულია და ექსპერტიზის ბიუროდან ისინი ოჯახის წევრებმა სახლებში გადაასვენეს.
ავარიის შედეგად დაღუპულები ჩაქვის პირველი საჯარო სკოლისა და სასულიერო გიმნაზიის მე-11 კლასის მოსწავლეები იყვნენ.
ავტოსაგზაო შემთხვევა გუშინ მოხდა. მსუბუქი ავტომობილი სიმაღლიდან ხევში გადავარდა, რის შედეგად ხუთივე ახალგაზრდა ადგილზე დაიღუპა.
ამ დრომდე უცნობია ავარიის მიზეზები. მომხდართან დაკავშირებით საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო გამოძიებას "სისხლის სამართლის კოდექსის" 276-ე მუხლის მერვე ნაწილით აწარმოებს, რაც სატრანსპორტო მოძრაობისას წესების დარღვევას გულისხმობს.