ჩაქვში მომხდარი საზარელი ავარიის ახალი დეტალები - "10 მეტრის სიმაღლიდან გადავარდნილან. მანქანა ამობრუნებულა და ყველა ადგილზევე დაღუპულან"
მტირალას ეროვნულ პარკის მიმდებარე ტერიტორიაზე მომხდარი ავარიის შესახებ დამატებითი დეტალები ხდება ცნობილი. როგორც ჩაქვის N1 საჯარო სკოლის დირექტორმა ტარიელ ქათამაძემ „ინტერპრესნიუსს“ განუცხადა, სკოლის ერთ-ერთ მოსწალეს მისმა ერთ-ერთმა მეგობარმა გაკვეთილების შემდეგ მანქანით მოაკითხა, რის შემდეგაც ისინი ავტომობილით ერთ-ერთ ხეობაში წავიდნენ.
როგორც მან აღნიშნა, ხუთივე დაღუპული თანატოლები, მე-11 კლასელები იყვნენ. როგორც დგინდება, ორი მათგანი ჩაქვის N1 საჯარო სკოლაში სწავლობდა, ერთი კი - ჩაქვის სასულიერო გიმნაზიის მოსწავლე იყო. 2 მოსწავლის იდენტიფიცირება კი ჯერჯერობით არ მომხდარა.