"ბედნიერების ეს შოკი მარტომ გადავიტანე ქუჩაში, ირგვლივ მყოფები გადავრიე" - რას წერს ანიტას ბებია სოციალურ ქსელში
პატარა ანიტას, სავარაუდოდ, გული გადანერგვის ოპერაცია აღარ დასჭირდება. ანიტას ბებია სოციალურ ქსელში წერს: "მოკლედ, ბედნიერების ეს შოკი მარტომ გადავიტანე ქუჩაში. ირგვლივ მყოფები ხომ გადავრიე არაადეკვატური შეძახილებით და ქცევებით და თან, როგორც ჩანს, უნებლიე მოძრაობებიც მქონდა და სათვალეც მივაფშვნიტე. ანიტა, ასე უნდა გადარიო, გოგო, ბებია?!
რა ბედნიერი ვარ, ცოტა ხანი არ მკითხოთ არაფერი, აზრებს ვერ ვალაგებ".
რა ბედნიერი ვარ, ცოტა ხანი არ მკითხოთ არაფერი, აზრებს ვერ ვალაგებ".