"სამუშაოები ისეა შესრულებული, გულზე შემოგეყრებათ" - კახა კალაძე ზოგიერთ ქუჩაზე შესრულებულ სამუშაოებზე
მშრალ ხიდსა და ზაარბრიუკენის ხიდზე საგზაო სამუშაოები ისეა შესრულებული, გულზე შემოგეყრებათ, - ამის შესახებ დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ თბილისის მთავრობის სხდომაზე განაცხადა. მერმა თავის მოადგილეს, ირაკლი ბენდელიანს მიმართა, რომ შეხვდეს აღნიშნული სამუშაოების განმახორციელებელ კომპანიას და გზის საფარის ხელახლა გაკეთება დაავალოს. კალაძის განცხადებით, კომპანია საგზაო სამუშაოებს ხელახლა, საკუთარი ხარჯებით ჩაატარებს.