მატჩის დროს ფეხბურთელები ფუტკრებმა გააქციეს
ტანზანიის დამოუკიდებლობის თასზე მიმდინარე მატჩში, "იანგ აფრიკანსისა" "ირინგა იუნაიტედის" შეხვედრაზე, ფეხბურთელებს ფუტკრები დაესხნენ თავს. თავიდან სპორტსმენები გაზონზე დაწვნენ და ასე ცდილობდნენ აბეზარი მწერებისგან თავი დაეხსნათ, მაგრამ მალე მათ მოედნიდან გაქცევა მოუწიათ. მათი ბედი გაიზიარეს გულშემატკივრებმაც.
მოგვიანებით მატჩი მაინც გაგრძელდა და "იანგ აფრიკანსმა" მეტოქე 4:0 დაამარცხა.
მოგვიანებით მატჩი მაინც გაგრძელდა და "იანგ აფრიკანსმა" მეტოქე 4:0 დაამარცხა.