"ვაჟა გაფრინდაშვილი იმეორებს იგივეს" - რას ჰყვება ადვოკატი, რომელიც ქართველი ექიმის სასამართლოზე ოკუპირებულ ცხინვალში ჩავიდა
ადვოკატი ბადრი მანჯავიძე, რომელსაც ორმაგი მოქალაქეობა აქვს, ვაჟა გაფრინდაშვილის საქმის განხილვაზე დასასწრებად ოკუპირებულ ცხინვალში ჩავიდა.
თუმცა, ადვოკატის თქმით, ის სასამართლო პროცესზე არ დაუშვეს და ამიტომ გაფრინდაშვილი შორიდან დაინახა - ის სხდომაზე 2 ბადრაგის თანხლებით შეიყვანეს. მანჯავიძემ შეძლო ფოტო გადაეღო იმ ავტომანქანისთვის, რითაც ექიმი ვაჟა გაფრინდაშვილი სასამართლო პროცესზე მიიყვანეს.
ბადრი მანჯავიძე გაფრინდაშვილის ადვოკატთან, ვლადიმერ ფიდაროვთან გასაუბრების დეტალებსაც ჰყვება.
გთავაზობთ ფრაგმენტს სიუჟეტიდან, რომელიც სამაუწყებლო კომპანია "რუსთავი 2"-მა ამ თემას მიუძღვნა.
ვიდეო: "რუსთავი 2"