კადრები რუსთავი-ლილოს გზიდან, სადაც მსუბუქი ავტომობილისა და ტრაილერის შეჯახებას ორი ადამიანი ემსხვერპლა
რუსთავი-ლილოს დამაკავშირებელი გზის გაჩიანის მონაკვეთზე მომხდარ ავტოსაგზაო შემთხვევას ორი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა.
ერთმანეთს მსუბუქი ავტომობილი და ტრაილერი შეეჯახა. შედეგად მსუბუქ ავტომობილში მყოფი ორი ადამიანი გარდაიცვალა.
როგორც "ინტერპრესნიუსს" შსს-ში განუცხადეს, ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მე-8 ნაწილითაა დაწყებული, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ორი ან მეტი ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.
ვიდეოს "ინფო რუსთავი" ავრცელებს.