თუ ყოველდღიურმა ნეგატივმა დაგღალათ და განტვირთვა გჭირდებათ, ეს ოთხი ფილმი სწორედ თქვენთვისაა
პირველი ფილმი, რომელიც ჩემი სუბიექტური აზრით, უნდა გესიამოვნოთ, ტენენბაუმების ოჯახია და ბარემ დავაყოლებ, უეს ანდერსონი ამ გენერაციის რეჟისორებს შორის ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული და უცხოა. დღეს მოდაშია, რომ ფილმს ბევრი რეგალია უნდა ჰქონდეს. ეს ის ფილმია, რომელსაც არც რეგალიები დაკლებია და არც "ოსკარზე" ნომინაცია.