რა წერია ფურცელზე, რომელიც დაჭრილმა პოლიციელმა მის მოსანახულებლად მისულ ვახტანგ გომელაურს მიაწოდა
შინაგან საქმეთა მინისტრმა ვახტანგ გომელაურმა ბათუმში დაჭრილი პოლიციელი მოინახულა. ინფორმაციას ამის შესახებ შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.
რესპუბლიკურ საავადმყოფოში გომელაურთან ერთად, აჭარის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძე და ადგილობრივი მთავრობის წევრებიც იმყოფებოდნენ.
დაჭრილი სამართალდამცველი ოთარ თავართქილაძეა. ის თავდამსხმელმა ყელის არეში დაჭრა. თავართქილაძემ მასთან მოსანახულებლად მისულ მინისტრს ფურცელზე ხელით დაუწერა სამადლობელი ტექსტი, სადაც აღნიშნა, რომ მალე დაუბრუნდება სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებას.