loader

"შეიძლება ნასვამია ან რამე ფსიქოტროპული აქვს მიღებული" - რას ჰყვებიან თვითმხილველები ბათუმში პოლიციელის დაჭრის დეტალებზე - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"შეიძლება ნასვამია ან რამე ფსიქოტროპული აქვს მიღებული" - რას ჰყვებიან თვითმხილველები ბათუმში პოლიციელის დაჭრის დეტალებზე

ბათუმში, ჭავჭავაძის ქუჩაზე, სადაც პოლიციელი დაჭრეს, სამართალდამცველები მუშაობენ. როგორც თვითმხილველებმა "პალიტრავიდეოს" განუცხადეს, შემთხვევა მაშინ მოხდა, როდესაც საპატრულო პოლიციის ეკიპაჟმა მოძრავი ავტომობილი გააჩერა. თვითმხილველების ინფორმაციით, მოქალაქესა და სამართალდამცველს შორის შელაპარაკება მოხდა, რა დროსაც მოქალაქემ სამართალდამცველი ყელის არეში მძიმედ დაჭრა. უცნობია დანაშაულის ჩადენის იარაღი.

შსს-ს ინფორმაციით, უკვე დაკავებულია პოლიციელის დაჭრაში ბრალდებული პირი. ბრალდებული დაჭირილი პოლიციელის მეწყვილემ ადგილზე დააკავა.

უწყების ცნობით, მომხდართან დაკავშირებით გამოძიება სისხლის სმართლის კოდექსის 353-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც პოლიციაზე ან ხელისუფლების წევრზე თავდასხმას გულისხმობს.

ავტორი: მარიკო კეკელიძე


ასევე იხილეთ: "საქართველოს ნაკრების წევრია, ყველა მაგას აქებდა" - ვინ არის ბათუმში დაჭრილი პოლიციელი?

ბათუმში პოლიციელი დაჭრეს - დაჭრილი პოლიციელის მეწყვილემ ბრალდებული ადგილზე დააკავა