გოგი წულაიამ "თემიდა" "გააშიშვლა"
პარტია „თავისუფალი საქართველოს" ქუთაისის ორგანიზაცია უზენაეს სასამართლოში 14 მოსამართლის უვადოდ დანიშვნას გამოეხმაურა. მათ სააპელაციო სასამართლოსთან აქცია - პერფორმანსი გამართეს. აქციის მონაწილეებმა უმრავლესობის ლიდერების გამოსახულებით თვალებახვეულ თემიდას მანტია შემოახიეს. პარტიის თანათავმჯდომარის გოგი წულაიას თქმით, ამ ქმედებით სიმბოლურად სასამართლოში განვითარებული პროცესები აჩვენეს.