როგორი დაგხვდებათ თბილისი, ამაღამ ცენტრალურ ქუჩებში თუ გახვალთ
თბილისის ქუჩებში საახალწლო ილუმინაციები აინთო. თბილისის მერიის ინფორმაციით, პირველ ეტაპზე, საახალწლო განათებები და დეკორაციები წერეთლის, რობაქიძის, თამარ მეფის, ვაჟა-ფშაველას, ყაზბეგის და გურამიშვილის გამზირებზე, ასევე, კოსტავას, კანდელაკის, გამსახურდიას, დოლიძის, ჩოლოყაშვილის, თამარაშვილის, მელიქიშვილის, ფარნავაზ მეფის, ცოტნე დადიანის, გორგასლის და ლეონიძის ქუჩებზე აინთო.
მომდევნო დღეებში დედაქალაქის დარჩენილი გამზირები და ქუჩები აინთება. საახალწლო ილუმინაციების ანთების პროცესს „თბილსერვისჯგუფის“ დირექტორი რომეო მიქაუტაძე გაეცნო.
მომდევნო დღეებში დედაქალაქის დარჩენილი გამზირები და ქუჩები აინთება. საახალწლო ილუმინაციების ანთების პროცესს „თბილსერვისჯგუფის“ დირექტორი რომეო მიქაუტაძე გაეცნო.