"საზოგადოებაში ვრცელდება მხოლოდ ცრუ ინფორმაცია" - შსს "მწვანე სკოლაში" მომხდარ ინციდენტზე
არც პირველ დღეს და არც მეორე დღეს არასრულწლოვნის მიერ აღიარებითი ჩვენება არ ყოფილა დაფიქსირებული, - ამის შესახებ შს მინისტრის მოადგილე ნინო ცაციაშვილმა დღევანდელ პრესკონფერენციაზე, არასრულწლოვნის მიერ სავარაუდო ზეწოლის შედეგად აღიარების ფაქტზე დასმულ კითხვასთან დაკავშირებით განაცხადა.