loader

8 დაკარგული ცხედარი - ახალ ზელანდიაში ვულკანის ხელახალ ამოფრქვევას ელოდებიან - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

8 დაკარგული ცხედარი - ახალ ზელანდიაში ვულკანის ხელახალ ამოფრქვევას ელოდებიან

ახალი ზელანდიის მთავრობა იმ გარდაცვლილი ტურისტების ნეშტების გადასვენებას აპირებს, რომლებიც კუნძულ უაით-აილენდზე ვულკანის ამოფრქვევისას დაიღუპნენ. სეისმოლოგები ვულკანის ხელახალ ამოფრქვევას არ გამორიცხავენ. მათი თქმით, უახლოეს დღეებში ამოფრქვევის ალბათობა 60 პროცენტამდეა გაზრდილი.
დაუზუსტებელი ინფორმაციით, კუნძლზე კიდევ 8 გარდაცვლილია, რომლებიც მაშველებს ამ დრომდე არ უპოვიათ. თუ ეს მონაცემები დადასტურდება, მაშინ უაით-აილენდზე გარდაცვლილთა რიცხვი 16 მდე გაიზრდება. ძირითადად საუბარია უცხოელ ტურისტებზე , რომლებიც კუნძულს ვულკანის სანახავად სტუმრობდნენ.

ახალი ზელანდიის მთავრობის მეთაურმა მწუხარება გამოთქვა და მიუსამძიმრა გარდაცვლილთა ოჯახებს. მისი თქმით, კუნძულზე გარდაცვლილების საპოვნელად ყველა ზომას მიიღებენ.

საავადმყოფოებში დამწვრობის დიაგნოზით ორი ათეული ადამიანია მოთავსებული. ახალმა ზელანდიამ დონორული კანის უზრუნველსაყოფად სხვა ქვეყნებსაც სთხოვა დახმარება.

უაით -აილენდი ერთადერთი აქტიური ვულკანური კუნძულია ახალ ზელნადიაში. აქამდე უკანასკნელი ამოფრქვევა 2012 წელს დაფიქსირდა.