"დედას შევ..." - დაჩი ბერაიამ რომან გოცირიძეს აგინა და წიხლი ჩაარტყა
რომან გოცირიძეს ხელით ვერ მივწვდი და წიხლი დავარტყი, - ამის შესახებ უმრავლესობის წევრმა დაჩი ბერაიამ მასსა და რომან გოცირიძეს შორის ფიზიკურ დაპირიპირებასთან დაკავშირებით ჟურნალისტებს განუცხადა. ბერაიას განცხადებით, ოპოზიციონერმა დეპუტატმა მას უცენზუროდ რამდენჯერმე მიმართა, რაზეც მისი რეაქცია "ბუნებრივი და ადეკვატური იყო".