სასწრაფოსა და ექსპერტ-კრიმინალისტების ბრიგადები პარლამენტში - უკომენტარო კადრები
პარლამენტიდან საპატრულო პოლიციის და ექიმების დახმარებით კიდევ ორი ადამიანი გაიყვანეს, მათ შორის, დეპუტატი ენძელა მაჭავარიანი. დაშავებულებს სუნთქვის პრობლემები აღენიშნებათ. ერთ-ერთ მათგანს სპეციალური სასუნთქი აპარატის გამოყენება დასჭირდა.
ამასთან, პარლამენტის სხდომათა დარბაზში შსს-ს ექსპერტ-კრიმინალისტები მუშაობენ. ისინი სხდომათა დარბაზში რამდენიმე წუთის წინ შევიდნენ. სწორედ ექსპერტ-კრიმინალისტები დაადგენენ, თუ რა ნივთიერება დაასხეს სხდომათა დარბაზში.