"ივანიშვილის თავსმოხვეული თოჯინა" - რა ეპითეტებით ამკობს სააკაშვილი სალომე ზურაბიშვილს ქართულ ჯარზე გაკეთებული განცხადების გამო
სალომე ზურაბიშვილის გუშინდელი განცხადება არის შეურაცხყოფა ათეულობით ათასი მოქმედი ქართველი სამხედროსი და ასევე, უამრავი ვეტერანის. ეს არის შეურაცხყოფა გიორგი ანწუხელიძის, ტატუნაშვილის, შინდისის გმირების, - ასე გამოეხმაურა საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი საქართველოს პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის განცხადებას ჯართან დაკავშირებით.
მისი თქმით, აღნიშნული განცხადება არის „ღია გამოხატულება იმისა, რასაც ფიქრობს ზურაბიშვილი, რაც უნდა ივანიშვილს და რაც უნდა რუსეთს“.
მისი თქმით, აღნიშნული განცხადება არის „ღია გამოხატულება იმისა, რასაც ფიქრობს ზურაბიშვილი, რაც უნდა ივანიშვილს და რაც უნდა რუსეთს“.