რა რეაქცია ჰქონდა პუტინს, როცა მისი მიკროფონი გამორთული აღმოჩნდა, რის გამოც ტექსტი გაამეორებინეს
პუტინს ტექსტის ორჯერ გამეორება მოუწია. რუსეთის პრეზიდენტი რუსეთის საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის უნივერსიტეტის იუბილეზე სიტყვით გამოდიოდა, რა დროსაც მისი მირკროფონი გამორთული აღმოჩნდა. ამის გამო პუტინს სიტყვის თავიდან დაწყება მოუწია, რაზეც თავად გაეცინა, ხოლო დარბაზი ფაქტს აპლოდისმენტებით შეხვდა.