საქართველოს ისტორიის ერთადერთი სრულყოფილი გამოცემის პირველი ტომი უკვე გამოვიდა
2 დეკემბერს გაზეთ "კვირის პალიტრასთან" ერთად გამოვიდა "საქართველოს ისტორიის ოთხტომეულის" განახლებული, შევსებული რედაქციის პირველი ტომი.
ეს არის ქართველ მეცნიერთა ჯგუფური ნაშრომი, რომელშიც მოთხრობილია ქვეყნის ისტორიის ყველა ეპოქა და პერიოდი უძველესი დროიდან დამოუკიდებლობის აღდგენამდე, თუმცა ეს ყველაფერი თანამედროვე გადმოსახედიდან არის შეფასებული.