როგორ გამოიყურება პრეზიდენტის რეზიდენციის ჭაღი, რომელშიც სალომე ზურაბიშვილმა 59 000 დოლარი გადაიხადა
გასულ დღეებში მედიისა და საზოგადოების ყურადღების ცენტრში მოექცა ათონელის რეზიდენციაში არსებული ანტიკვარული ნივთები, რომლის შეძენაზე პრეზიდენტის ადმინისტრაციამ მილიონ ლარზე მეტი დახარჯა. საუბარია ანტიკვარულ ჭაღებზე, ხალიჩებსა და საათებზე...
კერძოდ, "ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის" მიერ გამოქვენებული ინფორმაციით თანახმად, პრეზიდენტის ანტიკვარული ავეჯისა და ინტერირერის აქსესუარების შეძენაზე 1 199 558 ლარი დაიხარჯა. შეძენილ ნივთებს შორისაა: 10 გარნიტური/სამეული, 7 ბული/ბიურო მარკეტრი, 7 ჭაღი, 5 მაგიდა, 3 ბუხრის საათი, 3 სარკე, 3 შანდალი, 2 ხალიჩა და სხვა;
შეძენილი ანტიკვარებიდან ერთ-ერთი ყველაზე ძვირადღირებული და ძველი ნივთი რეზიდენციის პირველივე მისაღებ ოთახშია განთავსებული. საუბარია ჭაღზე, რომელიც რუსეთის საიმპერატორო ქარხანაში XIX საუკუნეშია დამზადებული და მასში პრეზიდენტმა 59 000 აშშ დოლარი გადაიხადა. იგი მოოქროვილია და ლურჯი და თეთრი ბროლით არის გაწყობილი.